წრე "მოქალაქეობა"

მოქალაქეობის წრე ორგანიზებულია მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის!
წრის მუშაობის ხანგრძლივობა: არანაკლებ 1 საათი

შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს
 წრის თემატიკა შერჩეულია სახელმძღვანელოს მასალის გათვალისწინებით.
წრის მუშაობის მიზანი:  
1. დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღქმაში;
2.გამოუმუშაოს მოქალაქისათვის საჭირო უნარ ჩვევები (თანამშრომლობის, კონფლიქტის მართვის სამეწარმეო და ფინანსური) და ღირებულებები (ადამიანის უფლებების განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა);
3. ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა.
მიზნიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა განივითაროს შემდეგი უნარ ჩვევები: სტანდარტი
მიმართულება: პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია
მოქ. საბ. 1 მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი შეხედულებების ქცევების შეფასება და ქცევების კორექტირება, ემოციების მართვა
მოქ. საბ. 3 საკუთარი დასხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა
მიმართულება: ინიციატივა და მეწარმეობა
მოქ. საბ. 5 მოკლე და გრძელვადიანი მიზნების და სხვა იდეების ჩამოყალიბება ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა
მიმართულება : სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება
მოქ. საბ. 8  სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა, შედგენილი მქონდა წრის სამუშაო

წრის გეგმა
სამუშაო თემები:
1. ადამიანის უფლებები და ურთიერთობები
2. ტოლერანტობა
3. კონფლიქტები
4. ბულინგი
5. მე - მოქალაქე
6. ადრეული ქორწინება
7. რა არის მიჯაჭვულობა
8. ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
9. პროფესიის არჩევა მომავლის არჩევანია
10. მოხალისეობა - თავისუფალი არჩევანი

მუშაობის გრაფიკი
სექტემბერი 25, 27
ოქტომბერი 2, 4 ,9, 11, 16, 18, 23, 26, 29
ნოემბერი 1, 6, 8, 13, 15, 20, 22, 27, 29
დეკემბერი 2, 6, 9, 13, 16, 20, 23, 27

25 სექტემბერი
წრის მეცადინეობას ესწრებოდა 17 მოსწავლე.
განვიხილეთ წრის გეგმა. ავირჩიეთ დღეები და გავანაწილეთ საკითხები, დავგეგმეთ, სემესტრის ბოლოს გამოვუშვათ გაზეთი.



წრეის წევრები:
1) აღნიაშვილი გელა
2) ბარნაბიშვილი ავთანდილი
3) იმერლიშვილი ელენე
4) იმერლიშვილი მარიამი
5) იორდანიძე ოთარ
6) კალაიჯიშვილი ნათია
7) კაპანაძე გიორგი
8) მესხი ნიკიტა
9) ოზბეთელაშვილი ვიკა
10) სტადნიკი დიანა
11) ქურციკაშვილი ლუკა
12) შნეიდერი გიორგი
13) ჩავლეიშვილი საბა
14) ჩერტკოევი მარიამ
15) ჩოკოშვილი ნიკოლოზ
16) ჭერაშვილი კესა
17) ხუტიაშვილი ლიზი
18) ტარაკანოვა ანასტასია



წრის მუშაობის დროს განვიხილეთ და ვისაუბრეთ ადამიანის უფლებებზე,
ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციაზე, დავსვით საკვანძო კითხვა როდის ვგრძნობთ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, გავეცანით ბავშვთა უფლებების კონვეციის მუხლებს, მოვამზადეთ პრეზენტაცია ბავშვთა უფლებების კონვენციაზე,
მოსწავლეებმა როლური თამაშებით წარმოადგინეს სიტუაციური ამოცანები და ვიმსჯელეთ ადამიანის ქცევებზე ღირებულებებზე და საზოგადოებაში მიღებულ სტიგმებზე, გავაანალიზეთ და ვიმსჯელეთ რამდენად ღირებულია ადამიანის ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამინების ქცევის მიმართ, ვიმსჯელეთ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს თემში მცხოვრებ განსხვავებული შეხედულებების შესაძლებლობების წარმოშობის ადამიანებთან, წრის მეცადინეობაზე განვიხილეთ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ, როგორ ვითანამშრომლოთ ერთად და ვიცხოვროთ ერთ სასკოლო გარემოში, დისკუსია წარიმართა აქტიურად და ნაყოფიერად, წრის წევრებმა იმსჯელეს ტერმინის კონფლიქტის და ჩხუბის დამახასიათებელ მცნებებზე მოსწავლეებმა შეაჯამეს აზრი კონფლიქტების ირგვლივ და შეავსეს პრობლემის გადაჭრის ციკლი (პირამიდა)

წრის მუშაობა იყო ნაყოფიერი მოსწავლეებმა განივითარეს მსჯელობის დისკუსიის საკუთარი აზრის გამოთქმის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარები გაეცვნენ ბავშვთა უფლებების დეკლარაციას წრის მუშაობას შევაჯამებთ გაზეთის გამოშვებით