გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი - მარინა ხოშტარია
სკოლა - სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა
საგანი - სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური - საშუალო X-ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 32
სსსმ მოსწავლე - არ არის
თემა: „ვინ
და როგორ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი“
შესაბამისობა ესგ-ს სამოქალაქო განათლების სტანდარტებთან:
მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანური ღირსების არსი;
მიზანი: მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ მსჯელობა ადამიანური ღირსების
პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;
განიხილონ ადამიანის
ღირსების კრიტერიუმები
სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ
გარემოში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი
(მეთოდები)
|
კლასის ორგანიზების
ფორმა (ფორმები)
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1.
|
მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო
საკითხებს
• ესალმება კლასს
• კითხულობს
სიას
• აცნობს გაკვეთილის
მიზანს
• რა
მეთოდებსა და სასწავლო რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად
• რა შედეგს ელის
გაკვეთილის ბოლოს
• შეფასების ფორმები
• შეახსენებს შეფასების
რუბრიკას
|
ვერბალური ახსნა.ვიზუალური მასალით აღქმა.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
ქცევის წესები, შეფასების
რუბრიკები
|
2წთ
|
2.
|
გონებრივი
იერიში
მოსწავლეთა პროვოცირებისთვის, მოტივაციის
შესაქმნელად და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ასოცირებული რუკის საშუალებით ხდება სიტყვა
- ტრეფიკინგის - განხილვა. მასწავლებელი
დაფაზე აკეთებს ასოციაციურ რუკას და წერს:
რა არის
ტრეფიკინგი?
ბავშვების მიერ გამოთქმული მოსაზრებები
იწერება დაფაზე.
|
გონებრივი იერიში.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
დაფა, ცარცი.
|
2 წთ.
|
3.
|
კითხვა-პასუხი:
მასწავლებელი
სვამს კითხვებს. კითხვები ჩნდება მონიტორზე. მოსწავლეები პასუხობენ.
1.რამდენი ძირითადი ეტაპისგან შედგება ტრეფიკინგი?
2. განმარტეთ თითოეული მათგანი
3. რომელ წელს და ვის მიერ იქნა
მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია?
4. განიხილეთ თითოეული მათგანი.
5. რა იცით პალერმოს კონვენციის
შესახებ?
6. გაიხსენეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაწილი, რომელშიც
შევიდა დამატებები ტრერფიკინგთან დაკავშირებით.
7. გსმენიათ თუ არას გადაბირების გზით ტრეფიკინგის შესახებ?
8.. როგორ გგონიათ ვინ და როგორ შეიძლება გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი?
|
კითხვა–პასუხი
პირდაპირი
|
მთელ კლასთან
მუშაობა
|
ლეპტოპი, პროექტორი, მონიტორი.
|
9 წთ.
|
4.
|
ახალი მასალის
ახსნა:
მინი ლექცია
თემაზე - „ვინ და როგორ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი“
|
ინტერაქტიული
ლექცია.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
3წთ.
|
|
5.
|
ჯგუფური მუშაობა:
მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად.
შერჩევითი პრინციპით.
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეომასალას „კრისტი კილაძე ულამაზესი მოდელი ტრეფიკინგის მსხვერპლი“
შემდეგ ურიგებს თაბახის ფურცლებს და სთხოვს იმუშაონ თემაზე: „ დაიმახსოვრეთ
და ურჩიეთ სხვებსაც“
|
ურთიერთსწავ
ლების
მეთოდი
|
ჯგუფური მუშაობა
|
თაბახის ფურცლები,
ფანქრები,
ფლომასტერები, კონვერტში ჩადებული დავალებები.
|
13 წთ.
ვიდეომასალა 3წთ. ჯგუფური მუშაობა
10წთ)
|
6.
|
ჯგუფური მუშაობის პრეზენტაცია:
ჯგუფის ნაშრომს ინდივიდუალურად წარმოადგენს ერთი მოსწავლე ჯგუფიდან.
თითოეული ჯგუფი დაფაზე აკრავს საპრეზენტაციო ნამუშევარს
|
ურთიერთსწავლების მეთოდი
|
პრეზენტაცია
|
საპრეზენტაციო ნამუშევარი
|
8 წთ
( 2-2-2-2)
|
7.
|
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება
1. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები მასწავლებლისგან და ერთმანეთისგან მიიღებენ სხვადასხვა სახის უკუკავშირს და განმსაზღვრელსა განმავითარებელ შეფასებას ზეპირი კომენტარებით.
2. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მონაწილეობას მიიღებენ შეფასების პროცესში (თვითშეფასება, ერთმანეთის შეფასება)
|
შეფასება -დაკვირვება საკუთარი და სხვათა აზროვნების პროცესზე
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
2 წთ.
|
8.
|
საშინაო დავალება:
მასწავლებელი
განუმარტავს, რომ მომდევნო გაკვეთილზე წარმოადგინონ ადამიანით ვაჭრობის თემაზე თავისი მოსაზრება თხზულების, ნახატის, ფოტოების,
პლაკატის ან სხვა სახით.
|
მკაფიო/ზუსტი
ინსტრუქციის მიცემა
|
მთელი კლასი
|
2 წთ.
|
გაკვეთილის ბოლის მისაღწევი შედეგები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას ფაქტისადმი;
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას;
პრობლემის გადაჭრის
საკუთარ ვერსიას;
მსჯელობს, გამოაქვს
დასკვნა ადამიანური ღირსების პატივისცემის
ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;
განიხილავს ადამიანის ღირსების კრიტერიუმებს სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ
გარემოში.
ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია. ჯგუფის წევრები ვერ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია.
ჯგუფის წევრები ნაწილობრივ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია.
ჯგუფის წევრები უშეცდომოდ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული.
ჯგუფის წევრი არ არის ჩართული ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
|
უმრავლესობა ჩართულია
ჯგუფის წევრი ნაწილობრივ არის ჩართული ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
|
ყველა ჩართულია
ჯგუფის წევრი ჩართულია ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს
|
იცავს მართლმელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
| ||
გამიჭირდა ჯგუფში მუშაობა მასალის არცოდნის გამო
| ||
აქტიურად შევძელი კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა
| ||
დამრჩა ბუნდოვანი საკითხი
| ||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის
ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პრაქტიკოსი მასწავლებლის მარინა ხოშტარიას
მიერ ჩატარებული შიდა დაკვირვების გაკვეთილის
რეფლექსია
2019 წლის 22 ნოემბერს X-ბ კლასში ჩავატარე შიდა დაკვირვების
გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა:
„ვინ და როგორ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ მსჯელობა ადამიანური ღირსების
პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;
განიხილონ ადამიანის
ღირსების კრიტერიუმები
სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ
გარემოში.
(გაკვეთილისთვის განსაზღვრული
დრო 40 წთ.)
გაკვეთილის ტიპი
შევარჩიე მოსწავლეებთან
ჯგუფური მუშაობის
გამოცდილების
შედეგად,
გამოწვევის ფაზა - გაკვეთილის მსვლელობის
I ფაზაში მოვახდინე წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიშისა და კითხვა-პასუხის
მეთოდით,
მოსწავლეთა პროვოცირებისთვის,
მოტივაციის შესაქმნელად და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ასოცირებული რუკის საშუალებით დაფაზე დავწერე
სიტყვა - ტრეფიკინგი -
ბავშვების მიერ გამოთქმული მოსაზრებები
იწერებოდა დაფაზე.
ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის
დროს მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური და
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
II სიღრმისეული წვდომის ფაზა - პირველ ეტაპზე ჩავატარე
მინი ლექცია თემაზე - „ვინ
და როგორ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი“
შემდეგ დავყავი კლასი ჯგუფებად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ერთ-ერთი
აქტივობა ითვალისწინებდა მოსწავლეთათვის რეპორტაჟის ჩვენებას. „კრისტი კილაძე ულამაზესი მოდელი ტრეფიკინგის მსხვერპლი.“ მათ ნახეს რეპორტაჟს და დააკავშირეს ნასწავლ მასალასთან ვიდეომასალის
ნახვის შემდეგ ვთხოვე , რომ ემუშავათ თემაზე
„დაიმახსოვრეთ და ურჩიეთ სხვებსაც.“
მათი ასაკობრივი განვითარებისა და
უნარ-ჩვევების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც ერთგვარი გამოწვევა
იყო მათთვის.
მამოტივირებელი და ინტერესის გამომწვევი იყო
თითოეული აქტივობა. მოსწავლეებს პრობლემის გადასაჭრელად სჭირდებოდათ ახალი გზის
მოფიქრება. მასწავლებელი მხოლოდ გეზის მიმცემი იყო, რის შედეგადაც
მოსწავლე იღებდა მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე და ხდებოდა აქტიური
შემმეცნებელი. ეს კი თავისთავად მის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას უწყობდა
ხელს.
თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.
დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებისათვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მათ
მიეცათ საშუალება, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება საკითხისა და პრობლემის
გადაჭრასთან დაკავშირებით. ჯგუფური მუშაობის შეჯამებისას გათვალისწინებული იყო ჯგუფის ყველა წევრის აზრი, რაც გამოიკვეთა პრეზენტაციის წარმოდგენისას.
III ფაზა- მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება, წინასწარ განთავსებული კრიტერიუმების მიხედვით.
საშინაო დავალებად მიეცათ, მომდევნო
გაკვეთილზე წარმოადგინონ
ადამიანით ვაჭრობის თემაზე
თავისი მოსაზრება თხზულების,
ნახატის, ფოტოების, პლაკატის ან სხვა სახით.
ძლიერი მხარე: ვფიქრობ გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყვეს მიზნის მიღწევას, მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში იყვნენ აქტიურნი, მე როგორც მასწავლებელს მიწევდა ძირითადად ფასილიტატორის როლის შესრულება. მოსწავლეებმა შეძლეს ურთიერთთანამშრომლობა, გამოავლინეს მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარები.
დრო მიზნობრივად გამოვიყენე ყველა ფაზაში რეგლამენტის დაცვით.
სუსტი მხარე: სასურველი
იქნერბოდა დრო ისე გადამენაწილებინა, რომ მსჯელობისთვის მეტი დრო მქონოდა, რადგან
კლასში იყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც მსჯელობაში ჩართვა სურდა, დროის
უქონლობის გამო ეს ვერ მოხერხდა. შემდგომში გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ ისეთ აქტივობებს, რომლითაც შევძლებ გაიზარდოს თითოეული მოსწავლის ჩართულობის ხარისხი.
სასწავლო პროცესში გათვლილი იქნება თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის საჭიროებები, რითაც უფრო მეტად შეუწყობ ხელს ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი - მარინა ხოშტარია
სკოლა - სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა
საგანი - სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური - საშუალო X-ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 32
სსსმ მოსწავლე - არ არის
თემა: „კონკურენცია თუ თანამშრომლობა”
შესაბამისობა ესგ-ს სამოქალაქო განათლების სტანდარტებთან:
მოქ.X.5.მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაშიმიზანი:
მიზანი:
მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორები სხვადასხვა საზოგადოებაში;
განიხილონ კონფლიქტის ტიპები და
მათი გადაჭრის სტრატეგიები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი
(მეთოდები)
|
კლასის ორგანიზების
ფორმა (ფორმები)
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1.
|
მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო
საკითხებს
• ესალმება კლასს
• კითხულობს
სიას
• აცნობს გაკვეთილის
მიზანს
• რა
მეთოდებსა და სასწავლო რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად
• რა შედეგს ელის
გაკვეთილის ბოლოს
• შეფასების ფორმები
• შეახსენებს შეფასების
რუბრიკას
|
ვერბალური ახსნა.ვიზუალური მასალით აღქმა.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
ქცევის წესები, შეფასების
რუბრიკები
|
2წთ
|
2.
|
გონებრივი
იერიში
კითხვა-პასუხი:
მოსწავლეთა პროვოცირებისთვის, მოტივაციის
შესაქმნელად და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი სვამს კითხვებს. კითხვები ჩნდება
მონიტორზე. მოსწავლეები პასუხობენ.
1.რა არის კონფლიქტი?
2. დაასახელეთ
გამომწვევი მიზეზები?
3. როგორ გგონიათ კონფლიქტი კარგია თუ ცუდი, თუ ორივე
ერთად?
4. დაასახელეთ
კონფლიქტის დადებითი მხარეები;
5. დაასახელეთ კონფლიქტის უარყოფითი მხარეები;
6. რა არის მედიაცია?
7. განმარტეთ კონკურენციის ცნება?
8. სად და რა სახით
შეიძლება შეგვხვდეს კონკურენცია?
9. შეიძლება თუ
არა კონკურენცია იყოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი?
სად და როგორ შეგხვედრიათ
კონკურენცია?
|
გონებრივი იერიში.
კითხვა–პასუხი
პირდაპირი
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
დაფა, ცარცი.
ლეპტოპი, პროექტორი, მონიტორი.
|
11 წთ.
|
3.
|
მინი ლექცია
თემაზე -„თანამშრომლობა, კონკურენცია, კომპრომისი, არიდება,შეგუება“
|
ინტერაქტიული
|
მთელ კლასთან
მუშაობა
|
ლეპტოპი, პროექტორი, მონიტორი.
|
2 წთ.
|
4.
|
ახალი მასალის
ახსნა:
მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად,
შერჩევითი პრინციპით, როლური თამაშის
მეთოდის გამოყენებით, სთოვს მოსწავლეებს
გაიხსენონ საკუთარი ცხოვრებიდან კონკურენციისა და თანამშრომლობის მაგალითები
და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ კონფლიქტის გადაჭრის გზები.
|
როლური თამაში
|
ჯგუფური მუშაობა
|
თაბახის ფურცლები,
ფანქრები,
ფლომასტერები.
|
14 წთ.
|
5.
|
ჯგუფური მუშაობის პრეზენტაცია:
ჯგუფის ნაშრომს ინდივიდუალურად წარმოადგენს ერთი მოსწავლე ჯგუფიდან.
თითოეული ჯგუფი დაფაზე აკრავს საპრეზენტაციო ნამუშევარს
|
ურთიერთსწავლების მეთოდი
|
პრეზენტაცია
|
საპრეზენტაციო ნამუშევარი
|
8 წთ
( 2-2-2-2)
|
6.
|
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება
1.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები მასწავლებლისგან და ერთმანეთისგან მიიღებენ სხვადასხვა სახის უკუკავშირს და თემასთან დაკავშირებით აკეთებენ: განმსაზღვრელ შეფასებას მასწავლებელი და განმავითარებელ შეფასებას ზეპირი კომენტარებით
მასწავლებელი და მოსწავლეები.
2.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მონაწილეობას მიიღებენ შეფასების პროცესში (თვითშეფასება, ერთმანეთის შეფასება)
|
შეფასება -დაკვირვება საკუთარი და სხვათა აზროვნების
პროცესზე
მუშაობის თვითშეფასება
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
2 წთ.
|
7.
|
საშინაო დავალება:
მასწავლებელი
განუმარტავს, რომ მომდევნო გაკვეთილისთვის გაიღრმაონ ცოდნა კონფლიქტის ტიპების კლასიფიკაციასთან
დაკავშირებით და დაწერონ მაგალითი კონფლიქტის თითოეული ტიპისათვის და ჩამოწერონ ის
დადებითი მხარეები, რაც მოსდევს თანამშრომლობით
ურთიერთობას.
|
მკაფიო/ზუსტი
ინსტრუქციის მიცემა
|
მთელი კლასი
|
ლეპტოპი, პროექტორი, მონიტორი.
|
1წთ
|
გაკვეთილის
ბოლის მისაღწევი შედეგები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას ფაქტისადმი;
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას;
პრობლემის გადაჭრის
საკუთარ ვერსიას;
მსჯელობს, გამოაქვს
დასკვნა ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;
განიხილავს კონფლიქტის ტიპებს და
მათი გადაჭრის სტრატეგიებს,
თანამშრომლობით მოდელს კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების თვალსაზრისით რომელიც
ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანია.
ჯგუფის მუშაობის განმავითარებელი შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია. ჯგუფის წევრები ვერ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია.
ჯგუფის წევრები ნაწილობრივ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია.
ჯგუფის წევრები უშეცდომოდ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული.
ჯგუფის წევრი არ არის ჩართული ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
|
უმრავლესობა ჩართულია
ჯგუფის წევრი ნაწილობრივ არის ჩართული ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
|
ყველა ჩართულია
ჯგუფის წევრი ჩართულია ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად
წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით
საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს
|
იცავს მართლმელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად
საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად
წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს
საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი
აზრის მიმართ პატივისცემას.
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
ჯგუფის წევრების თვითშეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
გამიჭირდა
ჯგუფში მუშაობა მასალის არცოდნის გამო
|
||
აქტიურად
შევძელი კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა
|
||
დამრჩა
ბუნდოვანი საკითხი
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის
ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პრაქტიკოსი მასწავლებლის მარინა ხოშტარიას
მიერ ჩატარებული შიდა დაკვირვების გაკვეთილის
რეფლექსია
2019 წლის 26 ნოემბერს X-ბ კლასში ჩავატარე შიდა დაკვირვების
გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა:
„კონკურენცია თუ თანამშრომლობა”
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორები სხვადასხვა საზოგადოებაში;
განიხილონ კონფლიქტის ტიპები და მათი გადაჭრის სტრატეგიები. გამოიტანონ დასკვნები.
(გაკვეთილისთვის
განსაზღვრული დრო 40 წთ.)
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეთა
პროვოცირებისთვის, მოტივაციის შესაქმნელად
და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე გონებრივი იერიშისა და კითხვა-პასუხის მეთოდი.
ასოციაციური დაკავშირების
რუკის საშუალებით დაფაზე დავწერე სიტყვა - კონფლიქტი -
ბავშვების მიერ გამოთქმული მოსაზრებები
იწერებოდა დაფაზე.
ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის
დროს მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური და
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ამის შემდეგ ჩავატარე ინტერაქტიული მინი ლექცია თემაზე -„თანამშრომლობა, კონკურენცია, კომპრომისი, არიდება,შეგუება.“
ამის შემდეგ დავყავი კლასი ჯგუფებად
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ვთხოვე მოსწავლეებს, როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით, გაიხსენონ საკუთარი ცხოვრებიდან კონკურენციისა და თანამშრომლობის მაგალითები და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ კონფლიქტის გადაჭრის გზები. მათი ასაკობრივი
განვითარებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც
ერთგვარი გამოწვევა იყო მათთვის.
ამ მეთოდის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია და
მოსწავლეებმაც კარგად გაართვეს თავი.
მამოტივირებელი და ინტერესის გამომწვევი იყო
თითოეული აქტივობა. მოსწავლეებს პრობლემის გადასაჭრელად სჭირდებოდათ ახალი გზის
მოფიქრება. მასწავლებელი მხოლოდ გეზის მიმცემი იყო, რის შედეგადაც
მოსწავლე იღებდა მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე და ხდებოდა აქტიური
შემმეცნებელი. ეს კი თავისთავად მის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას უწყობდა
ხელს.
თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.
დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებისათვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მათ
მიეცათ საშუალება, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება საკითხისა და პრობლემის
გადაჭრასთან დაკავშირებით. ჯგუფური მუშაობის შეჯამებისას გათვალისწინებული იყო ჯგუფის ყველა წევრის აზრი, რაც გამოიკვეთა პრეზენტაციის წარმოდგენისას.
მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება წინასწარ განთავსებული კრიტერიუმების მიხედვით.
საშინაო დავალებად მიეცათ: გაიღრმაონ ცოდნა კონფლიქტის ტიპების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით
და დაწერონ მაგალითი კონფლიქტის თითოეული ტიპისათვის და ჩამოწერონ ის დადებითი
მხარეები, რაც მოსდევს თანამშრომლობით
ურთიერთობას.
გაკვეთილის
ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყვეს მიზნის მიღწევას, მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში იყვნენ აქტიურნი, მე, როგორც მასწავლებელს,მიწევდა ძირითადად ფასილიტატორის როლის შესრულება. მოსწავლეებმა შეძლეს ურთიერთთანამშრომლობა, გამოავლინეს მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარები.
დრო მიზნობრივად გამოვიყენე ყველა ფაზაში რეგლამენტის დაცვით.
სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ
ჯგუფური მუშაობის დაწყების წინ ვერ მივეცი მკაფიო ინსტრუქცია მუშაობის დასრულების
შესახებ. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის პრეზენტაციის დაწყების დროს დანარჩენი ჯგუფები
აგრძელებდნენ მუშაობას, რამაც გამოიწვია ჩემი შენიშვნა, მოსწავლეებმა შეწყვიტეს
მუშაობა და უსმენდნენ სხვა ჯგუფის პრეზენტატორებს.
მომავალში ვიმუშავებ, რომ ჯგუფური
მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს მივცე მკაფიო ინსტრუქციები, რათა აღმოვფხვრა ეს
ხარვეზი.